„საიდუმლო მასალების“ ვარსკვლავი გაშიშვლდა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 09.02.2018
ნანახია: 1246

მსახიობი ჯილიან ანდერსონი ცხოველების დასაცავი პოსტერისთვის სრულიად გაშიშვლდა. 49 წლის ასაკში მისი სხეული უზადოდ გამოიყურება.

 „საიდუმლო მასალების“ ვარსკვლავი ჟურნალისტებს ამ აქციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ცხოველების დაცვა  ადამიანის ერთ-ერთი კეთილშობილური ამოცანაა, თუმცა რეკლამებს დასახიჩრებული ცხოველების გამოსახულებით მნიშვნელობას არავინ ანიჭებს, შიშველი ქალები კი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევენ.

პოსტერზე ჯილიან ანდერსონს არაფერი აცვია და  სხეულის ინტიმურ ადგილებს ხელებით იფარავს.

ფოტოსურათს შემდეგი წარწერა აქვს დართული:  „უკეთესია შიშველმა ვიარო, ვიდრე ბეწვი ვატარო“.

სარეკლამო აქცია კომპანია PETA-ს ეკუთვნის. მანამდე მსგავსი პოსტერებისთვის უამრავი ცნობილი ადამიანი გაშიშვლდა, მათ შორის პინქი, ჰელენა ბონემ კარტერი, პამელა ანდერსონი, ქლოე კარდაშიანი და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე