გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის მთავრობამ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია წამოიწყო

საქართველო, თბილისი - 16:15 | 08.02.2018
ნანახია: 1075

გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია წამოიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი ტელერადიოკომპანია  WDR ავრცელებს.

რეგიონის მთავრობა ამის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაციაც მკვეთრად გაუარესდა“, - იუწყება ტელერადიოკომპანია. WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე