„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:10 | 06.02.2018
ნანახია: 987

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას გაზაფხულზე გეგმავს. 

მისი თქმით, პარტიაში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა.

„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე