ელექტრონული სიგარეტის რომელი არომატიზატორებია ყველაზე საშიში?

საქართველო, თბილისი - 15:19 | 05.02.2018
ნანახია: 1327

დამტკიცებულია, რომ ელექტრონული სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობას ჩვეულებრივზე არანაკლებ ზიანს აყენებს. თუმცა არის კვამლის არომატიზატორები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია გულისა და ფილტვებისათვის.

თუ გიყვართ ყავის, დარიჩინის ან ვანილის სურნელი, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს დანამატები განსაკუთრებით საშიშია, წამლავს იმუნურ სისტემას და ზრდის სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისა და ინფექციების რისკს.

მეცნიერების აზრით, სითხეები ამგვარი არომატებით გათბობის შედეგად ტოქსიკურია სისხლში თეთრი უჯრედებისთვის.

ურთიერთქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ლეიკოციტების ყველაზე დიდი ტიპის - მონოციტების ანთება, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს ებრძვის.

ამის შესდეგი კი შესაძლოა იყოს ინფექციური დაავადებები, კიბო, გულის დაავადებები, დიაბეტი და დემენციაც კი.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Physiology-ში გამოქვეყნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე