ისრაელის ელჩმა საქართველოს პატრიარქს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 20.11.2015
ნანახია: 1725

ისრაელის ელჩმა საქართველოში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პალესტინელების მიერ ორგანიზებული 2 ტერაქტის შედეგად (თელ ავივსა და სამხრეთ იერუსალიმში) 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ელჩმა ფუქსმა პატრიარქს უთხრა, რომ იერუსალიმი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი რელიგიის მიმდევარისთვის და ხანგრძლივი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანია "J Global Group"-თან თანამშრომლობა იქნა განხილული საქართველოში ტყეების აღდგენასთან დაკავშირებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე