ირაკლი შიხიაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 20.11.2015
ნანახია: 1762

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს. ნიუ იორკში შეხვედრა გაიმართა "რესპუბლიკური პარტიის" ქუინზის კლუბის პრეზიდენტ ფილ ორენსტეინთან და ვიცე პრეზიდენტ ჯოზეფ კონკანონთან. 
როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ირაკლი შიხიაშვილმა ამერიკულ მხარეს გააცნო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ისაუბრეს ამერიკაში მცხოვრებ ვეტერანებზე, მათ პრობლემებსა და სოციალურ პირობებზე.

ჯოზეფ კონკანონმა მზაობა გამოთქვა, მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიოს ქართველ ვეტერანებს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ქუინზის კლუბი არის ძირძველი ტრადიციები მქონე კლუბი, რომელიც აშშ-ში 1865 წელს შეიქმნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე