სახელმწიფომ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ მიწის ნაკვეთი გადასცა
საქართველო, თბილისი - 12:30 | 20.11.2015 ნანახია: 1997„ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, თბილისში, დიდგორის ქ. N64-ში მდებარე 6493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 20 წლის ვადით, ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პირობით გადაეცა. ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გადაცემული ქონების ბაზაზე ფონდი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა საკითხის ინიცირებისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან ჩამოდიან მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უფრო მეტად იქნებიან უზრუნველყოფილნი ახალი სახლით, რომელიც გადაცემულ ქონებაზე, სხვადასხვა შემოწირულობებით აშენდება. მისივე თქმით, ახალ სახლში ბავშვებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, მათ სადღეღამისო რეჟიმში ადგილზე მოემსახურება ექიმი და შეიქმნება მზრუნველობის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სიმსივნური დაავადების გამო განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ 2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის, გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით, სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















