წითელ ბაღთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საქართველო, თბილისი - 11:25 | 01.02.2018 ნანახია: 1137
წითელ ბაღთან გუშინ საღამოს ორი მეთორმეტეკლასელის დაჭრის შესახებ ახალი დეტალებზე ,,რუსთავი 2“ - თან 35-ე საჯარო სკოლაში საუბრობენ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი დაესხა, მცირე დაპირისპირების შემდეგ კი მათ მე-12 კლასელებს ჭრილობები მიაყენეს.
„ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“-აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე.
თბილისის 35-ე საჯარო სოკოლის დირექტორის განცხადებით, დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მიხეილ ჩიკვილაძე შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან იმ ვიდეოჩანაწერებით, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა კამერებმა აღბეჭდა.
„როგორც მშობლებმა ამიხსნეს, ეს მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთი მგონი მიდიოდა მასწავლებელთა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომელსაც იკვლევს საგამოძიებო უწყება,“-აცხადებს თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.
პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.
ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, მან მოსწავლეებთან დაკავშირებით დეტალები არ იცის, თუმცა ბარამიძე კონფლიქტის რაიმე შემთხვევას ვერ იხსენებს. მისი თქმით, სავარაუდოდ სკოლიდან გადასვლა გაცდენებს უკავშირდებოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















