აქციზის ზრდის ფონზე თამბაქოს კონტრაბანდის რისკები იზრდება

საქართველო, თბილისი - 12:21 | 20.11.2015
ნანახია: 1423

აქციზის ზრდის ფონზე კონტრაბანდის რისკების ზრდაზე საუბრობენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები.როგორც JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ივანე ხასია განმარტავს, აქციზის გადასახადის გაზრდისას არ ხდება რეგიონალური ფაქტორის გათვალისწინება.

ხასია კონტრაბანდის საფრთხეს ძირითადად სომხეთიდან ხედავს, რადგანაც სომხეთში აქციზის გადასახადი, საქართველოსთან შედარებით დბალია და ეს სხვაობა 2016 წლიდან უკდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც სომხეთის მთავრობა გადასახადის ზრდას არ გეგმავს.

JTI Caucasus-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ როდესაც 2005 წელს აქციზის გადასახადი ერთბაშად 80 თეთრი გახდა, კონტრაბანდაც გაიზარდა. ამ მიმართულებით რისკებს მზარდი ტრენდენცია აქვს, მით უმეტეს რომ სომხეთიდან საქართველოში „წვრილ-წვრილად“ თამბაქოს კონტრაბანდა დღესაც ხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე