ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:49 | 31.01.2018
ნანახია: 971

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. დღეს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

სხდომაზე კომისიის წევრები განიხილავენ  2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე