ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:58 | 26.01.2018
ნანახია: 956

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავს, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყოს. 

„საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი არის ნაადრევი. თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე