სამფეხა რიზ უიზერსპუნი ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანზე (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 14:03 | 26.01.2018
ნანახია: 1492

ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანის ფოტოს წარუმატებელი რედაქტირება სოციალური ქსელის მრავალრიცხოვანი ხუმრობის თემა გახდა.

გარეკანის ფოტო. რომელიც „ოსკარს“ ეძღვნება, ცნობილმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ცნობილი წამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობები ჰარისონ ფორდი, ტომ ჰენკსი, რობერტ დე ნირო, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, გალ  გადოტი, ჯესიკა ჩესტეინი, კლერ ფოი, მაიკლ შენონი, ზენდაია, მაიკლ, ჯორდანი და ჟურნალისტი გრეიდონ კარტერი.

როგორც ჩანს, რედაქტორები  ფოტოს დამუშავებით გაერთნენ, რადგან მსახიობებს სხეულის ახლი ნაწილები „გაეზარდათ“. უიზერსპუნს მესამე ფეხი გაუჩნდა, უინფრის კი - მესამე ხელი

ორივე ფოტოს იუმორით შეხვდა.

„ნუ... ვხვდები, რომ ახლა უკვე ყველამ იცის... მე სამი ფეხი მაქვს. ვიმედოვნებ, მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ“, - წერს უიზერსპუნი Twitter-ში.

უინფრიმ მის ტვიტს ხუმრობით ასე უპასუხა: „იმ პირობით, თუ შენ ჩემს მესამე ხელთან ერთად მიმიღებ“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე