საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 11:55 | 26.01.2018 ნანახია: 1104
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.
„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დავამყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე", - აღნიშნა მაია გოიკოვიჩმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















