რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე მუშაობა გააგრძელოს

საქართველო, თბილისი - 11:24 | 20.11.2015
ნანახია: 1735

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე მუშაობა გააგრძელოს.

„რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის რეჟიმის ლიბერალიზაციაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების გაბნცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე გუშინ, პრაღაში შეხვდნენ ერთმანეთს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე