თბილისის მერია საახალწლო განათებების დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 16:55 | 24.01.2018
ნანახია: 898

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე