„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 19.11.2015
ნანახია: 1398

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა. 20 ნოემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე ჯგუფის აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართება.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს„ და  სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს. ჯგუფი ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ კლინიკების ქსელის შემდგომ განვითარებას მოხმარდება, რაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ რეგიონიდან ჯანდაცვის პირველი კომპანიაა, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე