ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება – გიორგი გახარია
საქართველო, თბილისი - 14:23 | 22.01.2018 ნანახია: 1146
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული.
“ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ რეალურად ვხედავთ რისკებს. ვთვლით, რომ ეს არის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყო გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული, რამეთუ ეს არ უნდა იყოს პროვოცირება მოხმარების წახალისებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი ამოცანა ნარკოპოლიტიკის უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, უმჯობესია, რომ საკითხის განხილვა მოხდეს ერთ პლატფორმაზე, სადაც ჩართული იქნება ყველა უწყება.
“ჩვენ გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა არის კომპლექსური საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანა არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების არგაჩენა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აღკვეთს წახალისებას, ვთვლით, რომ ამასთან ერთად ნაკორიტების შეძენა-შენახვა მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური, ისევე როგორც იმ მიმართულებით, რასაც შემოწმებების ფორმები ჰქვია. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი მიზანი ამ ფორმატის განახლების და დროში სწრაფიგადწყვეტილების მიღების კომპლექსური ნარკოპოლიტიკაა. გვესმის, რომ შსს-ს თუნდაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლით ვერაფერს გახდება, თუ ყველა სხვა მიმართულებებით, ოთხი სვეტის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა არ იქნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ვთვლით, რომ ვიდრე არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა სხვა მიმართულებაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, არ გვექნება კონკრეტული გეგმა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი წახალისების. ვთვლით, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და, როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებებს, აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ყველა სხვა მიმართულებით, რას ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც სხვანაირად ვერ შევაფასებთ მიღებული გადაწყვეტილებებს, საკანონდებლო ცვლილებების ეფექტურობას და შევალთ საკმაოდ მძიმე რისკებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, შსს ემხრობა ჰუმანურობას, ჰუმანურ მიდგომებს და საჭიროა ბალასის დაცვა.
“გვინდა, დავიცვათ ბალანსი, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური მიდგომები არ გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა ოთხივე სვეტის მიმართულებით, რას ვაკეთებთ, რა პერიდოში”, – განაცხადა გახარიამ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















