იმუნიზაციის პროგრამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება - დავით სერგეენკო
საქართველო, თბილისი - 18:39 | 18.01.2018 ნანახია: 2040„გუშინ გავრცელებული ინფორმაციის არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ანტირაბიული
ვაქცინის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, ცოფის ვაქცინა, რომლის ბაზარზე დაშვების უფლებაზე და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველობაზე იყო საუბარი, იყო 2015 წელს რეგისტრირებული და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, აღნიშნული ვაქცინა ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციასთან კავშირში არ არის.
„თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მედიკამენტს თუ ვაქცინას პრეკვალიფიკაციას მოუხსნის, ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი არარეგისტრირებულია ან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გვქონდა არჩევანი, პრეკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ შეგვეწყვიტა ვაქცინის მოხმარება და დაგვეკარგა თვენახევარი ახლის მიღებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე გაგვეწირა ან გაგვეგრძელებინა მოხმარება და გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ასეც მოვიქეცით და 20 მარტიდან უკვე ახალ ვაქცინას მოვიხმართ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ 3 წელია საქართველოში ცოფით არავინ გარდაცვლილა, მაშინ, როცა წინა წლებში 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა.
„ვთხოვ მედიას, როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი.საქართველოში წითელას აფეთქების დროს, ერთი სიუჟტის გამო, რომელიც იმუნიზაცია-ვაქცინაციის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა, საზოგადოებამ უარი თქვა ვაქცინაციაზე და ათასობით ადამიანი დაინფიცირდა წითელათი, აქედან 4 გარდაიცვალა. საზოგადოებას კი მივმართავ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან მსოფლიო მედიცინაში გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის იმუნიზაცია. ასევე, ყველა ვაქცინა, რომელიც ამ დროისთვის გამოიყენება საქართველოში, არის მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინის გახარჯვაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის შემდეგ კი აუდიტის სამსახურში განმარტეს:
"2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში".
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















