შვაინშტაიგერმა „ჩიკაგო ფაირთან“ კონტრაქტი გააგრძელა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 18.01.2018
ნანახია: 1476

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა „ჩიკაგო ფაირთან“კონტრაქტი წლის ბოლომდე გააგრძელა. ამის შესახებ კლუბი საკუთარ ვებ-გვერდზე იტყობინება.

„მიხარია, რომ კლუბში ვრჩები. გასული სეზონი, სამწუხაროდ, სერიოზული ალაფის გარეშე დავასრულეთ. წელს დაწყებული საქმის დასრულებას შევეცდებით,“-აცხადებს ფეხბურთელი.

შვაინშტაიგერი „ჩიკაგო ფაირში“ 2017 წლის მარტში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე