51 წლის ვენსან კასელი 20 წლის შეყვარებულს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:37 | 18.01.2018
ნანახია: 4214

მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალთან მონიკა ბელუჩისთან განქორწინების შემდეგ ფრანგმა მსახიობმა ვენსან კასელმა რომანი იტალიელ მოდელთან თინა კუნაკთან გააბა.

მსახიობსა და მოდელს შორის გრძნობა 2015 წელს გაღვივდა, როდესაც ვენსანი და თინა იბიცას ერთ-ერთ სანაპიროზე შენიშნეს, თუმცა მსახიობმა თავისი მეგზური ოფიციალურად მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში, პარიზში Victoria's Secret-ის შოუს შემდეგ გამართულ წვეულებაზე წარადგინა.

ბოლო პერიოდში უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 51 წლის კასელი და 20 წლის კუნაკი დაშორდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში ჭორების ფონზე წყვილი ჟურნალისტების თვალთახედვიდან გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ კი კასელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა  ახალგაზრდა შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები. მსახიობი მას საჯაროდ სიყვარულშიც გამოუტყდა და მსოფლიოს აჩვენა, რომ თავს ისე ბედნიერად გრძნობენ, როგორც არასდროს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე