ადრიანა ლიმა ქართველი დიზაინერის კაბით (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:17 | 18.01.2018
ნანახია: 1859

Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი, ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ჟენევაში საათების მწარმოებელი კომპანია IWC-ის ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის კაბით წარსდგა. ფოტოსურათს ტაბლოიდი Just Jared-ი აქვეყნებს.

36 წლის ლიმამ არჩევანი შავი ხავედრის კაბაზე შეაჩერა.

შეგახსნებთ, რომ გასულ წელს ამერიკული ჟურნალის Vanity Fair-ის ფოტოსესიისთვის ანჯელინა ჯოლის დიასამიძის მიერ შექმნილი შლაპა ეხურა.

ჯაბა დიასამიძე თბილისში დაიბადა. მან პარიზის მოდის სკოლა Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne დაამთავრა და დღემდე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობს. მის შემოქმედებაზე გავლენას ახდენს ქართული და ფრანგული კულტურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე