კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება - ზურაბ პატარაძე

საქართველო, თბილისი - 12:54 | 17.01.2018
ნანახია: 1129

„მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადე.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის.

,,ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება,“ - განაცახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პატარაძის თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება კონსულტაციების შედეგების შესაბამისად.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე