აოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:20 | 16.01.2018
ნანახია: 1582

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ არშბა გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო sputnik-abkhazia იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მწვავე ინფარქტი გახდა.

არშბა 90-იანი წლრების კონფლიქტის მონაწილე იყო და ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. 1992 წელს ის დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ბატალიონს მეთაურობდა. იმავე წელს არშბა ჯერ აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მეთაურად, 1993 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2008-2009 წლებში ის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდებტის მრჩეველი იყო, 2009-2015 წლებში კი ე.წ. საემიგრაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე