ირაკლი კობახიძე: ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტის ვეტოს - კონსტიტუციის თანახმად, ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება
საქართველო, თბილისი - 18:31 | 15.01.2018 ნანახია: 1116
„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არგუმენტები, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოში უნდა იყოს წარმოდგენილი და მსჯელობა ამის საფუძველზე გაგრძელდება.
„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ პოზიცია, თავის დროზე, ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება, დაახლოებით, 50 მილიონი, მეტი და რეიტინგი არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურებოდა, გარდა სხვა ზომებისა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. ჩვენ თუ არ გვინდა ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რა თქმა უნდა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე, სხვა საკითხები, რომლებიც აისახა კანონპროექტში. ჩვენ ამის საფუძველზე მივიღეთ, ასე ვთქვათ, ინფორმირებული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, თუმცა, მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის საკითხები, რომლებსაც მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















