ირაკლი კობახიძე ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო
საქართველო, თბილისი - 18:15 | 12.01.2018 ნანახია: 1405
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევა გოცირიძე სათანადოდ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას და ის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში საქართველოში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლის, ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ევა გოცირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება მიულოცა და განაცხადა, რომ მისი თეორიული და პრაქტიკული მუშაობის დიდი გამოცდილება იყო ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც, საქართველოს პარლამენტმა მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მთავარი გარანტია. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გასული ხუთი წლის განმავლობაში ფუნდამენტურად დაიხვეწა.
„ეს დაეტყო, სტატისტიკას, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია, არის იმის გარანტი, რომ თითოეული კონსტიტუციური ორგანო ფუნქციონირებდეს საქართველოში თავისი კომპეტენციების შესაბამისად და სათანადოდ ასრულებდეს თავის ფუნქციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას უკვე კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად დაიწყებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ისეთი ნორმების შემუშავება, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას გაუადვილებდა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დაგვეხვეწა ქვეყნის ძირითადი კანონი და შეგვემუშავებინა ისეთი ნორმები, რომლებიც გაუადვილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას. იყო მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის კონსტიტუციის მეორე თავში, რომელიც არის მთავარი მასშტაბი, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, იყო სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები, ხშირად უწევდა ფართოდ ინტერპრეტირება საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დახვეწა, განსაკუთრებით კონსტიტუციის მეორე თავის დახვეწა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ამოცანა სათანადოდ შევასრულეთ.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავზეც და აღნიშნა, რომ დადგინდა რიგი ძირითადი უფლებები, რაც ქართული კონსტიტუციონალიზმისთვის დიდი მიღწევაა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნოემბრიდან სწორედ ამ ახალი სტანდარტებით დაიწყებს მუშაობას.
„რაც შეეხება უშუალოდ მეორე თავს, დადგენილია ახალი სტანდარტები, მთელი რიგი ძირითადი უფლებებისთვის, უფრო ამაღლებულია სტანდარტები, დაცვის სტანდარტები მთელი რიგი ძირითადი უფლებებისათვის. ასევე, დადგენილია მთელი რიგი ახალი ძირითადი უფლებები, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციონალიზმისათვის და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნოემბრიდან უკვე ამ ახალი სტანდარტებით დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების და ნორმების სათანადოდ დაცვას. ასევე, იგივე ეხება კონსტიტუციის სხვა თავებს, მათ შორის იმ თავებს, რომლებითაც არის მოწესრიგებული კომპეტენციები ხელისუფლების ორგანოთა შორის და უფრო მეტად არის სიცხადე შეტანილი ამ უფლებამოსილებებში, უფრო მკაფიოდ და სწორად არის მოწესრიგებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მმართველობის სისტემასთან და ზუსტად ამ ყველაფრის საფუძველზე იმუშავებს საკონსტიტუციო სასამართლო და მას გაუადვილებს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მუშაობას. ჩვენ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ ამ გზაზე, იყო სერიოზული წინააღმდეგობა. დიდი საქმეები არ კეთდება დიდი წინააღმდეგობების გარეშე, თუმცა ჩვენ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობები და დღეს აქვს ქვეყანას ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, როდესაც დებს ფიცს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ამ ცერემონიას ესწრებიან უმაღლესი თანამდებობის პირები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევა გოცირიძეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს თანამდებობა იურისტისთვის კარიერული მწვერვალია.
ფიცის დადების ცერემონიალზე მოწვეულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ახლად განწესებულმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე, ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით.
ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 2017 წლის 1 დეკემბერს, 90 ხმით აირჩია.
ცერემონიალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















