იუსტიციის მინისტრმა მთავრობას ოთხი უწყების მიერ მომზადებული მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის ახალი წესი წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 11:40 | 19.11.2015 ნანახია: 2028
იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის და, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. საკანონმდებლო ინიციატივაზე ოთხი სამთავრობო უწყება − იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერთობლივად მუშაობდა. პროექტის შემუშავებაში, ასევე, ჩართული იყვნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები. ამასთან, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების, ადვოკატებისა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.
„მრავალთვიანი მუშაობისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა ის კომპრომისული ვარიანტი, რომლის წარდგენაც დღეს მთავრობის სხდომაზე შევძელით. ამ მოდელის დადებით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამართალდამცველებს არ შეუსუსტდებათ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობები, რაც უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ მეტად აქტუალურია; მაგრამ, ამავე დროს, მათ დაუდგინდებათ ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, რაც მოწმის პარტნიორად და მის დანაშაულის გახსნის მონაწილედ ქცევას გულისხმობს. ეს მოდელი, ასევე, მაქსიმალურად იცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა პროექტზე მუშაობისას და, რასაკვირველია, კონსულტაციების ყველა მონაწილე ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მაგრამ, ვთვლი, რომ აუცილებელია, რეფორმების გზაზე საჯარო კონსულტაციებისა და კომპრომისების გზით ვიაროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა ის, რისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას.
კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი სიახლე ისაა, რომ, როგორც წესი, მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი ხდება: მას ვერავინ აიძულებს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს, ან კიდევ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი ფუძემდებლური სტანდარტია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ წესის საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში შემოტანის შესახებ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ.
თუმცა, მოწმის მიერ ნებაყოფლობით მიცემული ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და განზრახ არ შეჰყავდეს გამოძიება შეცდომაში.
იმ შემთხვევებში, თუ მოწმე უარს იტყვის ნებაყოფლობითი გამოკითხვის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს ექნება უფლება, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე უკვე სავალდებულო წესით დაკითხოს იგივე პირი. მოწმის დაკითხვის ასეთი წესი, ერთი მხრივ, გამორიცხავს მოწმეზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებას, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს გამოძიებას, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა ხელი არ შეეშალოს საგამოძიებო პროცესს.
პირის მოწმედ დასაკითხად მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი ან გამომძიებელი. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე; დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, მოწმის დაკითხვა ხდება მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომისას დაწყებული დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის.
დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, ვინაიდან ეს არ არის საქმის განხილვის ეტაპი, რეალურად საქმე გვაქვს საგამოძიებო მოქმედების − მოწმის დაკითხვის − სასამართლო დარბაზში გადატანასთან, რაც მოწმის დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა. თუმცა, დაცვის მხარეს აუცილებლად მიუწვდება ხელი ამგვარი დაკითხვის ოქმზე. უფრო მეტიც, მას წინასასამართლო სხდომაზე შეუძლია, მოითხოვოს ამ ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, საქმის არსებითი განხილვისას კი უფლება აქვს, ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე და გამოავლინოს შეუსაბამობები მის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის. ამ მიზნით მხარეს შეუძლია, მოითხოვოს მოწმის მიერ მაგისტრატი მოსამართლისათვის მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა ისე, რომ არ დასჭირდეს იმის მტკიცება, რომ ეს ჩვენება მუქარის ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ეს წესი კანონპროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და სრულად იცავს დაცვის მხარის უფლებებს.
ამით ხდება ეუთო-ს 2014 წლის „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში“ ასახული რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის თანახმადაც, მხარეს მოწმის ჩვენებების გასაჯაროებისა და მათ შორის არსებითი წინააღმდეგობის სადემონსტრაციოდ არ უნდა დასჭირდეს მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. მოწმის დაკითხვის ამ წესის შემოღება სამართალდამცავ ორგანოთა გადამზადების გააქტიურებას მოითხოვს.
„ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთხელ გადადებულიყო მოწმის დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა, კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელი სრულად ამუშავდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან ყველა დანაშაულთან მიმართებით, ხოლო ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ეს წესი ამოქმედდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან, რა დროშიც როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ისე სასამართლოსაც უფრო სერიოზული მომზადება მოუწევთ. ამ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა შედგა მთავრობის სხდომაზეც“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მოცემულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უკვე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივად იქცა, საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენენ.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება