მაიკლ დუგლასმა მასტურბაციის შესახებ შესაძლო ბრალდება უარყო

საქართველო, თბილისი - 15:35 | 10.01.2018
ნანახია: 1568

ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა მაიკლ დუგლასმა განაცხადა, რომ თავისი საპროდიუსერო კომპანიის თანამშრომლის წინ არ მასტურბირებდა. როგორც Deadline იუწყება, მსგავსი ბრალდება მსახიობისთვის არავის წაუყენებია.

დუგლასმა ჟურნალისტებს თავად მიმართა და განაცხადა, რომ მის დადანაშაულებას აპირებენ. „ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ The Hollywood Reporter-ი აპირებს გამოაქვეყნოს ისტორია თანმაშრომელზე, რომელიც ჩემთან 32 წლის წინ მუშაობდა“, - აღნიშნა მან.

მსახიობის თქმით, ქალი მას იმაში ადანაშაულებს, რომ დუგლასი მის წინ მასტურბირებდა, ბილწსიტყვაობდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

შედეგად დუგლასმა თითქოს ქალი სამსახურიდან დაითხოვა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მას ჰოლივუდში სამუშაო ვეღარ ეშოვა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს სიცრუე და ფაბრიკაციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე