ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 19.11.2015
ნანახია: 2032

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ფინანსტა მინისტრს, ნოდარ ხადურს მედიაში სამინისტროებში პრემიების, ხელფასებისა და დანამატების გაზრდის შესახებ, განმარტების გაკეთება სთხოვა. 

 "ნოდარ ხადურს მინდა ვკითხო, ორი დღეა ვაკვირდები და მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს სამინისტროებში მაღალი პრემიები, ხელფასები და დანამატები გაიცა. მე მესმის ადამიანების, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ, რა დანამატებზე და პერემიებზეა საუბარი? არის განცდა ისეთი, რომ თითქოს მაღალი თანამდებნობის პირები იღებენ პრემიებს, არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს. მინისტრის ხელფასი არის 5 000 ლარი და ამაში დამალული არაფერია. რატომ ვერ ხდება მედიის მხრიდან ამ ინფორმაციის გამოთხოვა, თუ ამ ინფორმაციის აუცილებლობა არის. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია გასცეთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე