ქვეყნის მასშტაბით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების 115 ხაზია საჭირო
საქართველო, თბილისი - 17:57 | 08.01.2018 ნანახია: 1466
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში „ღია კარის“ დღე გაიმართა, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა.
როგორც ღონისძიების დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამუშაო რეჟიმში მოხდეს აზრების გაცვლა, პრობლემების განხილვა და მსჯელობა იმ მოლოდინების შესახებ, რაც რეფორმის ფარგლებში მთავრობას და კერძო სექტორს გააჩნია.
„მოგეხსენებათ, სექტემბრის თვეში გამოქვეყნდა ჩვენი შვეიცარიელი კონსულტანტების მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტები, ასევე პირველ დეკემბერს შევიდა ძალაში მთავრობის შესაბამისი დადგენილებები და დღეს გვინდა მოვისმინოთ, რა მდგომარეობაა სფეროში, რამდენად არიან ტექინსპექტირების ცენტრები მზად იმ რეგლამენტებისთვის, რომლებიც დაწესდა, გავცვალოთ აზრები და ა.შ. წლის განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი სამუშაო შეხვედრა ამ ადამიანებთან, ეს იქნება რეგულარული დიალოგი, რათა ვიცოდეთ, სად რა პრობლემებია, ჩვენ რა მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ინტერესთა მოწვევის გამოცხადება იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ საქართველოს ისეთ რეგიონებს, სადაც ტექინსპექტირების სერვისი დღეს არ არის. „ჩვენი კონსულტანტების დასკვნით, ქვეყნის მასშტაბით, გვჭირდება რეგიონების მიხედვით გადანაწილებული, დაახლოებით 115 ინსპექტირების ხაზი, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრების ჩათვლით. ცხადია, დღესვე ამ 115 ხაზის საჭიროება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა, ეს არის გეგმა, რომ წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიქმნას დამატებითი ხაზები. ზუსტად ამ საკითხზე, დაინტერესებულ ინვესტორებთან გვაქვს მსჯელობა, რომ ვიცოდეთ, ვინ რას აპირებს, რა გზით წავიდეთ და რა როგორ გავაკეთოთ. ვგეგმავთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოვაცხადოთ მოწვევა ინვესტორებისთვის, რომლებიც დაფარავენ იმ რაიონებს, სადაც დღეს არ გვაქვს ტექინსპექტირების სერვისები“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რომელიც, ავტომფლობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება. 2019 წლის ბოლომდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა (მოტოციკლი, განუბაჟებელი და ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ა.შ.).
2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები; 2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 2018 წ. 1 ოქტომბრიდან - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები, ხოლო 2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი ნომრით 1484, სადაც შესაძლებელია ავტომობილების კატეგორიების მიხედვით ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ნებისმიერ ტესტირების ცენტრში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა. ცხელ ხაზთან ერთად ცენტრში ვიზიტის ონლაინდაჯავშნისთვის ავტომფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ვებგვერდით www.pti.ge.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















