აფხაზეთის სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

საქართველო, თბილისი - 10:07 | 24.09.2015
ნანახია: 2762

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა განაცხადა.

ის უკვე შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის სამუშაო ჯგუფს, სადაც სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასული კურორტებისა და სანატორიუმების ფუნქციონირებაზე ისაუბრეს. უცნობია კონკრეტულად რამდენ ობიექტზეა საუბარი.

აფხაზეთში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გუდაუთაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სამუშაოებსაც გაეცნო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე