გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 08.01.2018
ნანახია: 925

გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში შესვლის შემდეგ, სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, ეს რა თქმა უნდა, უკრაინული სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ერთადერთი რაც შემიძლია ნამდვილად გითხრათ – როდესაც ეს განაჩენი შევა ძალაში, ის არ არის ჯერ ძალაში, ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გადავგზავნით სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომელიც ახლა აკონტროლებს ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე სათანადოდ შესრულებას“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე