სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში
საქართველო, თბილისი - 15:44 | 04.01.2018 ნანახია: 1593
შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის ახალი სახე 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. აღნიშნული პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.
ცნობისთვის, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანმსჯავრდებულებზეც გავრცელდება. ამ დრომდე აღნიშნული სასჯელის სახე მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენებოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა არასაპატიმრო სასჯელის სახეა და მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებას ითვალისწინებს.
"შინაპატიმრობა, მოსამართლის მიერ შესაძლოა, დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით; შინაპატიმრობა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს კი, სასჯელი შინაპატიმრობით შეიძლება შეუცვალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენებით აღსრულდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ.
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. პირს, რომელსაც სასჯელის სახედ შინაპატიმრობა აქვს განსაზღვრული, როგორც წესი, ფეხზესპეციალური სამაჯური უმაგრდება, რომელიც ელექტრონულად დაკავშირებულია მონიტორინგის ცენტრთან. განსაზღვრული დღის განრიგის, პერიმეტრის დარღვევის ან სამაჯურის დაზიანების შემთხვევაში, სიგნალიელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ იწყება შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე.
შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.
შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















