1 დაღუპული, 2 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

საქართველო, თბილისი - 14:27 | 04.01.2018
ნანახია: 1289

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე