თაღლითები, „გასაიდუმლოებული“ ქმრები, დანგრეული ოჯახები - წლის სკანდალური ქართველი ვარსკვლავები
საქართველო, თბილისი - 19:00 | 29.12.2017 ნანახია: 4703
2017 წელი სრულდება. ეს წელი დასამახსოვრებელი იყო ქართულ შოუბიზნესში მომხდარი სხვადასხვა მოვლენებით და სკანდალებით. მოდით, 2018 წლის დადგომამდე, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წლის ყველაზე ხმაურიან სკანდალებს.
მოგეხსენებათ, ქართველი ცნობილი სახეები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხშირად ხდებიან ინტერნეტმომხმარებლის განსჯის საგანი. ამჯერად ია სუხიტაშვილის მოზრდილი მუცელი მოექცა ინტერნეტმომხმარებლის ყურადღების ცენტრში და უმალ გაჩნდა კითხვაც – ვისგან ელოდება ბავშვს ქართველი მსახიობი.
ია სუხიტაშვილის რჩეული მამაკაცის ვინაობა დღემდე უცნობია, რადგან მსახიობს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და შესაბამისად, მისმა მეუღლემაც სთხოვა, რომ ჟურნალისტებისგან თავი შორს დაეჭირა.
„ჩემი მეუღლე პროფესიით ინჟინერია. უყვარს ჩემი პროფესია, ძალიან კარგი მელომანია და მუსიკაში ერთ-ერთი გემოვნებიანი ადამიანი. თებერვლის დასაწყისიდან ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ. ველოდებით შვილს ოქტომბრის დასაწყისიდან. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, ჩემს მეუღლეს არ უყვარს აფიშირება, ძალიან მთხოვა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას მოვარიდო“, - განაცხადა ია სუხიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ია სუხიტაშვილი ორჯერ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში, მისი პირველი მეუღლე მსახიობი კახა ახვლედიანი, ხოლო მეორე ქმარი მიშა მესხი გახლდათ.
მომღერალი ეკა კვალიაშვილი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
„ადამიანმა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, საბერძნეთში მიმიწვია, თუმცა, მასთან საქმიანი კუთხით შეხება არასდროს მქონია. ის ძალიან ბევრ რამეს დამპირდა, მათ შორის - საბავშვო სტუდიის გახსნას და ამ საქმეში ინტერესი მასაც უნდა ჰქონოდა, თუმცა ახლა ყველაფერს უარყოფს. ამბობს, თითქოს ჩემთან არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია. აქ ყველაფერი გავყიდე და ისე, ყოველგვარი დაპირების გარეშე წავედი საბერძნეთში. ყველა თაღლითი ასე იქცევა, აქეთ გაბრალებს ყველაფერს. ბინა ნაგირავები მქონდა, რომელიც პატრონს კიდევ 5 წელი არ სჭირდებოდა, მაგრამ, რადგან წასვლა დავაპირე, სახლიდან ყველაფრის გაყიდვა დავიწყე. ამასობაში მამუკას რამდენჯერმე დავუკავშირდი და ვკითხე, ყველაფერს ვაბარებ, ვყიდი და მოლაპარაკება ხომ ძალაშია-მეთქი. ძალაშიაო, მიპასუხა. იმაზე მქონდა გათვლა, რომ იქ შემოსავალი მექნებოდა და ყველაფერს შევძლებდი. ჩავედი საბერძნეთში, მე და ჩემმა ერთმა კოლეგამ კონცერტი ჩავატარეთ. ამ დროს ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ დედაჩემი ძალიან ცუდად იყო, შეიძლებოდა ოპერაცია დასჭირვებოდა. დედა ისეთი ტექსტით მესაუბრა, ფაქტიურად დამემშვიდობა. მივხვდი, რომ ეს მასთან ბოლო საუბარი იყო. ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდათ. ის მცირედი თანხა, რაც საქართველოდან მქონდა წაღებული, მთლიანად თბილისში გამოვგზავნე. მეორე დილით დედაჩემი გარდაიცვალა. ველოდებოდი, ჩატარებული კონცერტიდან ჰონორარს მომიტანდნენ, რომ დედას დაკრძალვაზე ჩავსულიყავი. მიცვალებულ დედას „სკაიპის" საშუალებით გამოვემშვიდობე, რადგან ჩამოსასვლელი თანხა არ მქონდა. არც იმ კოლეგას და არც იმ ადამიანს არ მოუსამძიმრებიათ, არადა, თურმე „თავზე გადამყოლია", - აცხადებს მომღერალი.
მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის სკანდალი ზაფხულში დაიწყო...
ცნობილი წყვილი მოყვარული ჟურნალისტის ობიექტივში მოხვდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა ვილას, სადაც ქეთა და ალექსეი დოლმატოვი (სასცენო ფსევდონიმი გუფი) ცხოვრობდნენ. ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ კადრებში მომღერალი გუფის მკერდზე იწვა და ირუჯებოდა.
მოგვიანებით ქეთა ქმარს გაშორდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთა და რუსი რეპერი რომანს უარყოფდნენ, ისინი პერიოდულად თავად აძლევდნენ ხალხს ჭორაობის საბაბს. ცოტა ხნის წინ მათ ერთად ჩართეს ლაივი, რომელშიც თავიანთ ურთიერთობაზე იხუმრეს კიდეც... უცნობია, უღალატა თუ არა ქმარს მომღერალმა ან რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, მაგრამ როგორც ჩანს მომღერლისთვის 2017 წელი ძალიან სკანდალური აღმოჩნდა.
პაპარაცების ობიექტივში მოექცა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ჰოლივუდის მსახიობთან ორლანდო ბლუმთან ერთად. ფოტოების მიხედვით, წყვილს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა აქვს. ვარსკვლავები ხელიხელჩაკიდებულები ქუჩაში სეირნობდნენ. ადგილობრივი მედია წერდა, რომ პერიოდულად ხატია მსახიობს კისერზე ეფერებოდა და ეხუტებოდა. პაპარაცების დანახვისას ორლანდომ და ხატიამ სწრაფად გააჩერეს ტაქსი და დაუდგენელი მიმართულებით მიიმალნენ.
სექსუალური მოდელი თამო ვაშალომიძე მოულოდნელად მრგვალი მუცლით მოგვევლინა. მოდელი ფეხმძიმობის ამბავს მანამდე ასაიდუმლოებდა, სანამ მუცელი მკვეთრად დაეტყობოდა. ფეხმძიმე მოდელი კამერების წინაშე გაშიშვლდა, რაც არანაკლებ სკანდალური ნაბიჯი იყო.
„ჩემი საქმრო ხშირად ჩამოდის საქართველოში. ჩემმა ორსულობამ დააჩქარა ჩვენი ნიშნობაც. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ბავშვი ამერიკაში დაბადებულიყო, მაგრამ ამერიკა ჯერ მაინც უცხო ქვეყანაა ჩემთვის, ამიტომ მირჩევნია ამ საპასუხისმგებლო მომენტში ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო“, - განაცხადა მოდელმა.
სატელევიზიო ომი და 2 ტელეკომპანიას შორის აგორებული სკანდალი... ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო პროექტების ყოფილმა ხელმძღვანელმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ „იმედზე“ გადაინაცვლეს და მეგა-შოუ ,,ნიჭიერი" ტელე-იმედზე ვიხილეთ.
„ნიჭიერის“ ახალი სეზონის ჟიურის შემადგენლობაში გიორგი ბახუტაშვილი, რუსკა მაყაშვილი, მაკა ჩიჩუა და სტეფანე მღებრიშვილი არიან. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განსაკუთრებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჟიურის შემადგებლობაში სტეფანე მღებრიშვილიც იყო. გვარამიამ სტეფანეს მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მომღერალს არც მეტი არც ნაკლები „ნაგვიდან ამოღებული ტიპი“ უწოდა.
„ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი.Manana Doi Sofia Nizharadze Giorgi Gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ.....ბით. აჰა, დატკბით“, - წერდა ნიკა გვარამია.
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















