თამარ ტალიაშვილმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს ახალი წელი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 29.12.2017
ნანახია: 1104

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის  ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა,  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ  თამარ ტალიაშვილმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

დეპუტატებმა მოხუცებს საახალწლო ნობათთან ერთად, საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ინვენტარი გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს, რისთვისაც პანსიონატის დირექტორმა მათ მადლობა გადაუხადა.

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 56 მოხუცი ცხოვრობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე