პრემიერ-მინისტრი ნიგერიის პრეზიდენტს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 18.11.2015
ნანახია: 1759

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს მუჰამადუ ბუჰარის, 18 ნოემბერს, ქალაქ იოლაში ტერორისტული აქტის შედეგად, ათობით ადამიანის დაღუპვის გამო უსამძიმრებს.

პრემიერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ამ მწუხარების ჟამს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი მეგობარი ნიგერიელი ხალხისა და მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობელთა გვერდით დგას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძმრის წერილში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე