აჭარა საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურდება
საქართველო, თბილისი - 16:58 | 18.11.2015 ნანახია: 2438
მთავრობა აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურ მუშაობას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტშიც, სადაც საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის ასამოქმედებლად გასატარებელი რიგი ღონისძიებები დაიგეგმა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, ბათუმში საკრუიზო გემების მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას და მოხდეს ბათუმის პორტის გაერთიანება საკრუიზო საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ბათუმის პორტისა და აჭარის მთავრობის ჩართულობა. პორტმა თავის მხრივ უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო მთავრობამ ტურიზმის დეპარტამენტის მეშვეობით, საკუთარ თავზე უნდა აიღოს რეკლამა და ზოგადად მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება.
უფრო კონკრეტულად კი პორტმა მე-10 და მე-11 ნავმისადგომის რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს და განახორციელოს ასევე საოპერაციო საქმიანობის მოდერნიზაცია. რაც საბოლოო ჯამში ჩვენ 300 მეტრზე მეტი სიგრძის გემების მიღების საშუალებას მოგვცემს“, აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, მოლაპარაკებები ბათუმის პორტის მენეჯმენტთან უკვე დაწყებულია.
„მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვუზურნელყოთ შავ ზღვაზე კონკრეტული საკომუნიკაციო პლათფორმის შექმნა. ამ შემთხვევაში ასოციაციის სახით რაც საშუალებას მოგვცემს ბათუმის და ზოგადად შავი ზღვის საკრუიზო მიმართულების პოზიოციონირება მოვახდინოთ“, განმარტა მამუკა ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უნდა მოხდეს ასევე მარკეტინგის მენეჯერის დაქირავება, რომელიც დასავლეთის ბაზრებზე ბათუმისა და შავი ზღვის პოზიციონირებას მოახდენს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















