ოპერაციები არ მჭირდება - რას ფიქრობს მალიბუ ტუღუში პლასტიკურ ქირურგიაზე

საქართველო, თბილისი - 12:44 | 28.12.2017
ნანახია: 1910

ბუნებრივად იმდენად კარგი ნაკვთები მაქვს, ოპერაციები არ მჭირდება, ამის შესახებ 19 წლის მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა ჟურნალ ,,სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა.

,,ბევრს უთქვამს ჩემთვის ცხვირი, ტუჩი გაკეთებული გაქვსო, მაგრამ ასე არ არის. ბუნებრივად იმდენად კარგი ნაკვთები მაქვს, ოპერაციები არ მჭირდება. ასე რომ არ იყოს, აუცილებლად გავიკეთებდი და არც ამის აღიარების შემრცხვებოდა. თუ გჭირდება აუცილებლად უნდა გაიკეთო.

19 წლის ასაკში დავდივარ ქურქებით, რომლებიც 40-50 წლის ქალებს აცვიათ. ასე ჩაცმული თავაწეული დავდივარ, რადგან მომწონს. თუ შენ თვლი, რომ კარგად გამოიყურები, სხვაც ასე იფიქრებს,“ - განაცახადა მალიბუმ.

Maliibu-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე