ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 27.12.2017
ნანახია: 965

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას დაშავებული კონტაქტური იყო.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე