პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:32 | 27.12.2017 ნანახია: 1159
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან გადმოგზავნილი დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას, ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში" ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნა მომსახურების ღირებულება შპს ,,ელფი"-ს სასარგებლოდ, რაც განხორციელდა მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო.
"გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა 2017 წლის 20 მაისიდან აწარმოებს გამოძიებას ქ. თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით შესაძლო დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო პლატფორმა -,,ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გ.ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში ,,უფასო სასადილოებით მომსახურების" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, შესაბამის გამგეობებს ყოველდღიურად წარუდგენენ კვებითი მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობრივ მონაცემებს. ამავე განცხადების თანახმად, ხსენებული იურიდიული პირების მიერ დამზადებული საკვების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისში უფასო სასადილოებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან ერთ-ერთი არის შპს ,,ელფი".
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტებში ბენეფიციარების რეალური რაოდენობის შესახებ ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანითა და შესაბამის გამგეობებში წარდგენით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოტყუებით დაუფლებას, რის შესწავლასაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, შპს ,,ელფის" ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან 2017 წლის 21 დეკემბერს, შპს ,,ელფში" საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წინასწარ გაწერილი და შემუშავებული საგამოძიებო გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი როდის და რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავდა აღნიშნული კომპანია მონაწილეობის მიღებას, თუმცა მას შემდეგ რაც პროკურატურის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურატურის თანამშრომლების მიერ მიუხედავად კანონით ასეთი ვალდებულების არ არსებობისა, კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მათივე წარმომადგენლებს, მიეცათ შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მონაწილეობა მიეღოთ ხსენებულ ელექტრონულ შესყიდვაში. მეტიც, კომპანიის საქმიანობისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებმა შპს ,,ელფისგან" შეგნებულად არ მოახდინეს დოკუმენტაციის იმ ნაწილის ამოღება, რომელიც დაკავშირებული იყო დასახელებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებასთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებს სრული წვდომა ჰქონდათ ტენდერში მონაწილეობისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკასთან. შედეგად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღო.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იქნა არა მხოლოდ შპს ,,ელფში", არამედ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა" და ქ. თბილისში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებში.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ პროცესში კორუფციული დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში თითოეულ ასეთ ფაქტზე ჩვენი უწყების მხრიდან რეაგირება იქნება უმკაცრესი.
დღეის მდგომარეობით ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შედეგების შესახებ ინფორმაცია პროკურატურის მიერ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















