კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:26 | 27.12.2017
ნანახია: 931

კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წელი შეაჯამა.

პრემიერმა სამომავლო პრიორტეტებზეც ისაუბრა.

„კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება ჩვენთვის. კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე