საქართველოს პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 26.12.2017
ნანახია: 1145

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ჩვენ დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილი, რომლის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს," - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე