ავსტრიაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 26.12.2017
ნანახია: 1024

ავსტრიაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს", - წერს ჯანელიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე