სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ ზვიად რატიანმა ტვინის შერყევა მიიღო - ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 12:00 | 25.12.2017 ნანახია: 1226
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
რატიანი გუშინ, 24 დეკემბერს, სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი. რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც პოეტის ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რატიანს სამართალდამცავებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის იყო დაკავებული. სწორედ ამაზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლომ. დაკავების შემდგომ მას სხეულსა და სახეზე არაერთი ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ მან ტვინის შერყევა მიიღო.
ზვიად რატიანი მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, სცემდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამიტომაც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაზიანებებთან დაკავშირებით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს.
"რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს, რასაც ჩვენ პროცესზე დავადასტურებთ. ის ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რის გამო გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი", - აღნიშნა ადვოკატმა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















