თორნიკე გვაზავა რეგიონებში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესს ადგილზე გაეცნო

საქართველო, თბილისი - 15:30 | 18.11.2015
ნანახია: 1766

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. შეშით მომარაგების პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან გიორგი ამაშუკელთან ერთად,  შიდა ქართლში გაეცნო.

შეხვედრაზე სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების დროულად გამოყოფასა და ადგილობრივი მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების საკითხები განიხილეს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე