გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 23.12.2017
ნანახია: 1233

რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, 77 და 80 წლის მოხუცები საცხოვრებელ სახლში მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე