„ქოსემის რისხვის“ 54 წლის ვარსკვლავი ორსულადაა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 17:02 | 21.12.2017
ნანახია: 3124

თურქული სერიალის „დიდებული საუკუნე-ქოსემის რისხვა“ სოფია სულთნის როლის შემსრულებელმა ჰულია ავშარმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა.

თურქული მედიის ცნობით, ჟურნალისტების კითხვაზე „პირად ცხოვრებაში რა გაქვთ ახალი?“ 54 წლის მსახიობმა უპასუხა: „ორსულად ვარ“.

აღნიშნული სიახლე პრესაში დეკემბრის სენსაცია გახდა.

თუმცა როგორც გაირკვა, ჰულიამ ორსულობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან იხუმრა, რომლებმაც ვარსკვლავის ხუმრობა სერიოზულად მიიღეს და მისგან სენსაცია შექმნეს.

„ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანებმა ჩემი ნათქვამი სერიოზულად მიიღეს. მათ ჩემი ხუმრობა სიმართლე ეგონათ. ეს როგორ შეიძლება? მე ვტოვებ ამ ქვეყანას...“ - ციტირებს თურქული მედია ჰულია ავშარს.

Хюлья Авшар в образе Сафие Султан

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე