ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 13:07 | 21.12.2017
ნანახია: 966

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საქართველოს მასშტაბით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში კი მოთოვს.

სააგენტოს ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი იქნება, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე