People-მა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დევიდ ბექჰემი აღიარა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 18.11.2015
ნანახია: 2015

ჟურნალმა People-მა ინგლისის ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა. ამერიკულმა გამოცემამ სპორტსმენის ფოტოსურათი ახალი ნომრის ყდაზე დაბეჭდა და დააზუსტა, რომ Sexiest Man Alive-ის ყოველწლიური რეიტინგის შემადგენლობის ნახვა ჟურნალის გაცნობის შემდეგ შეიძლება. (ჟურნალი გაყიდვაში 20 ნოემბერს გამოვა).

People-ს რედაქციამ ბექჰემს ”მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ერთგული ქმარი და ოთხი შვილის პრაქტიკული მამა” უწოდა.

40 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ თავს ამ წოდების ღირსად არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს კარგი სამოსის ჩაცმა, და თავს შესანიშნავად გრძნობს, როდესაც კარგად გამოიყურება.

გასულ წელს People-მა სექსუალურ მამაკაცად მსახიობი კრის ჰემსვორტი დაასახელა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე