რადიო „დარდიმანდის“ ცხელ-ცხელი ამბები გადაცემაში - „ეს თბილისია“
საქართველო, თბილისი - 14:06 | 20.12.2017 ნანახია: 2268
„ეს თბილისია“ მორიგი გადაცემა ბევრი საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული. გადაცემის წამყვანმა ნიცა გვერდწითელმა მსმენელს დაწვრილებით უამბო გასულ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები. კერძოდ, შეეხო ყველასთვის საინტერესო თემას, ნათია თოდუას მასშტაბურ წარმატებას.
მოგეხსენებათ, რომ 22 წლის ქართველი მომღერალი გერმანული ვოისის გამარჯვებული გახდა. ქართველმა კონკურსანტმა ფინალურ ეტაპზე ხმების უმრავლესობის, 50.10%-ის დაგროვება შეძლო. ნათიამ მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს 25%-ით აჯობა.
მომღერლის გამარჯვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვა უამრავ მილოცვასთან ერთად, მან საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მილოცვაც მიიღო.
რადიო „დარდიმანდის“ წამყვანი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში ნათიას გამარჯვებასთან დაკავშირებით ესაუბრა:
„როგორც საქართველოს მოქალაქე, მეც ვულოცავ ნათიას ამ დიდ წარმატებას. ეს არის საწინდარი იმისა, თუ რამხელა წარმატება ელოდება მას წინ. ახლა წამოვა უამრავი შემოთავაზება, ბევრი კონტრაქტი, კონცერტები და ეს ძალიან მახარებს. ნათიას, პირადად ვიცნობ და მინდა აღვნიშნო, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი, მაგარი გოგო. ეს არის ყველას გამარჯვება“, - განაცხადა სტეფანემ.
წამყვანის კითხვაზე, თუ რას გეგმავს სტეფანე ახალი წლის ღამეს, მომღერალი პასუხობს: „31-ში „ფეის ჰოლში“ მაქვს კონცერტი, რომელიც ღამის 2 საათზე იწყება. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, რადგან მექნება განახლებული პროგრამა და რადიკალურად განსხვავებული საღამო სხვა დანარჩენებისაგან“, - განაცხადა მომღერალმა გადაცემის „ეს თბილისია“ პირდაპირ ეთერში.
გადაცემის წამყვანმა ასევე მიმოიხილა, ტელეწამყვან მანიკა ასათიანის ბინის გაქურდვის ამბავიც. ნიცა, პირდაპირ ეთერში მანიკას დაუკავშირდა და აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება სთხოვა:
,,სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა! ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ ვიღაც უცხო ადამიანი როგორ დაბოდიალებდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, თუ რა დანაკარგი მივიღე ამ ყველაფრისგან. წაღებულია ძვირფასი ოქროები, ფული, ნივთები, მათ შორისაა ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება“, - განაცხადა რადიო „დარდიმანდის“ პირდაპირ ეთერში მანიკა ასათიანმა.
გადაცემის „ეს თბილისია“ მოსმენა შეგიძლიათ ყოველ ორშაბათს 18:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 97.1. www.dardimandi.ge
გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















